„ევროკავშირი ღრმად არის ჩართული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, დაძაბულობა, რომელიც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ იყო, უნდა განიმუხტოს.
„მე უნდა ვესაუბრო კონფლიქტების საკითხში კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იქ იყო დაძაბულობა, რომელიც უნდა განიმუხტოს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. გვაქვს ბევრი პროექტი გაერო-სთან ერთად. უნდა გავაგრძელოთ ეს მუშაობა და იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.