logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიდის
- +

12 ოქტომბერი. 2019. 19:43

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ეს და ევროკავშირი ამ პროცესებში ჩართულია“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„იყო სხვადასხვა კომენტარი, ვენეციის კომისიისგან, ეუთო-სგან კანდიდატურების შერჩევასთან და შემდეგ დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებით. მთავარია, მიდის გამჭვირვალედ ეს პროცესები, ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ როგორ მიმდინარეობს გასაუბრებები და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიიღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ მიდის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner