თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ქურთ მებრძოლებს დააკისრა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ტერორისტებთან ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს.
სტამბოლში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის 7 სამართალდამცველია.