logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: გიგა ოთხოზორია იმ გმირების რიგებს შეუერთდა, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას
- +

12 ოქტომბერი. 2019. 21:11

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

 

კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - წერს ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner