„მანანა კობახიძე ჩემი ქების გამო არ შევა სიაში. ის ისედაც იმსახურებს და ვფიქრობ, რომ შემდეგ პარლამენტში მანანა კობახიძე უნდა იყოს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თუმცა, ამას კვირიკაშვილი გადაწყვეტს. ჩემი გადმოსახედიდან კობახიძე უნდა იყოს შემდეგ პარლამენტში. კვირიკაშვილის პოზიციაც, რაც ვიცი, მგონი, მანანა კობახიძეზე საერთოდ კითხვა არ დგას", - განაცხადა ივანიშვილმა.