logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში არ არის
- +

13 ოქტომბერი. 2019. 00:43

 

„გვაქვს ამბიციური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში შეიძლება არ იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, მთავრობის მთავრი მიზანია ქალაქში იყოს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც ევროპაშია.

 

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც გვაქვს დაანონსებული, გვაქვს ამბიციური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში შეიძლება არ იყოს. თავისი ახალი ავტობუსებით, რომელიც უკვე დავიწყეთ, მეტროს მოწესრიგებით, სადაც თითი თითზე არ დაუდია არავის ათეული წლების განმავლობაში. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ძალოვანი კაბელების შეცვლა მთლიანად მიწის ქვეშ, დაახლოებით 450 კილომეტრი იქნება, თავისი გამნიავებელი სისტემებით შეცვლა, ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შესყიდვა, მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner