logo_geo
eng_logo
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- +

13 ოქტომბერი. 2019. 12:56

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაში „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა.

 

კონფერენციის ფარგლებში, პანელზე სახელწოდებით „საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ინვესტიციების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია და დამსწრე საზოგადოებას ფონდის მანდატი და საინვესტიციო საქმიანობა გააცნო. 

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner