„ჩემ მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა დაამტკიცა, არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო NATO-სთვის არის პერსპექტიული წევრი, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს სჯერა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და დემოკრატიისკენ სწრაფვას.
„NATO-ს ალიანსი არსებობს იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნები შეკრიბოს ერთად. NATO ეს არის უსაფრთხოების კავშირი, მაგრამ ის ასევე არის კავშირი, რომელშიც ჩვენ ვიზიარებთ და ვახალისებთ იმ ღირებულებებს, რომელიც აახლოებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რას სთავაზობს NATO საქართველოს? აქ შეკითხვა ორგვარად ისმის – თავად საქართველო რას სთავაზობს NATO-ს: ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას. ეს არის სამხედრო თავსებადობა NATO-სთან. მჯერა, საქართველო მიისწრაფის დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების მშენებლობისკენ. ამასთანავე, NATO-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო. NATO-ს დახმარების ხელი და დაცვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამეზობლოსთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოზე სპეციალურად არის ხაზგასმა, რადგან ვხედავ, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს NATO-ს წევრი და NATO-ს ყოყმანს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა ფიქრობ, ეს ანგარიში ასევე არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის პერსპექტიული წევრი NATO-სთვის, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და უნდა მისცეს ქვეყნას უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა ჯერალდ კონოლმა.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.
ანგარიშის მე-17 და 42-ე მუხლებში საუბარია საქართველოზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ NATO-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.