„NATO-მ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ როგორც უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
„საკომიტეტო მუშაობა განახლდა საკომიტეტო განხილვით, NATO-რუსეთის ურთიერთობა და ამ კონტექსტში საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იქნა წარმოდგენილი. მრავალჯერ იქნა ხაზგასმული საქართველოს და უკრაინის საკითხი და ბუნებრივია, NATO-რუსეთის ურთიერთობებში ამ ორი ქვეყნის ასე წარმოჩენა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საქართველოს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო დღესაც, ამ საკომიტეტო მოსმენაზე. უსაფრთხოების ნაწილში და ზოგადად, NATO-მ კიდევ ერთხელ გამოხატა, და ამ ანგარიშშიც გამოიხატა ეს სულისკვეთება, სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ როგორც უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. კენჭი უყარეს დელეგატებმა და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე სესიაზეც ეს დოკუმენტები დამტკიცდება“, - განაცხადა ქაცარავამ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია დღეს კომიტეტების ფორმატში გაგრძელდა და ორშაბათს, 14 ოქტომბერს სესიით დაიხურება.