NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს NATO-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრების ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში გაწევრიანებისთვის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.