logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რუსეთს რომ ნდომოდა, სოხუმს ააყვავებდა
- +

7 ივნისი. 2016. 15:16

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ დემარში იყო. მოროშკინამ არნიშნა, რომ რუსეთს შეეძლო, სოხუმი განევითარება, მაგრამ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგა, რადგან საქართველოსთვის დაბრუნებას აპირებს.

 

 

 

„საქართველოს ოკუპაცია რუსეთს არ სჭირდება, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ. ჩვენგან რუსებს  სჭირდებათ მხოლოდ კურორტები და დასვენება. საქართველოს მთავრობიდან თუ იქნება მზაობა, რომ ნორმალური ურთიერთობა დაიწყოს, ტერიტორიებიც დაბრუნდება. რუსეთს შეეძლო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აეყვავებინა, მაგრამ არაფერი აშენებულა, ისევ 90-იანი წლების სტატუსით არის. სოჭში ააშენეს შესანიშნავი ოლიმპიური სოფელი, რომლის გაკეთებაც სოხუმში შეეძლოთ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ, რადგან იციან, რომ სოხუმი უნდა დაუბრუნონ საქართველოს. რუსეთი მოახერხებდა  ორი პატარა ქალაქუნას აყვავებას, მაგრამ არ გამოიყენა შანსი, რომ ასეთი კურორტი ჰქონოდა, რადგან არ უნდოდა, ქართველებისთვის გული ეტკინა“, - განაცხადა მოროშკინამ. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner