„უნდა მოვახერხოთ შეთანხმება, თუ როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ საქართველო ევროპული ტიპის ქვეყანა უნდა გახდეს.
„ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებია პირველ პლანზე წამოწეული და სადაც ეკონომიკაც არის ევროპული ტიპის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.