კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.
წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან ტრალიერის ტიპის სატვირთო და „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი მრავლობითი დაჟეჟილობით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ისინი ყამბარაშვილის კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ახალგაზრდებს, ძირითადად, თავისა და მუცლის ღრუს დაზიანებები აღენიშნებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.