logo_geo
eng_logo
სირიის ქალაქ რას-ელ-აინში თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა
- +

14 ოქტომბერი. 2019. 01:28

 

 

სირიის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, თურქეთის საჰაერო დარტყმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი სამოქალაქო პირი. ავიაიერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

 

ორგანიზაციის დირექტორის რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ.

 

„France 2“-ის ცნობით, ჯგუფთან ერთად რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტიც იმყოფებოდა.

 

„ჩვენ ქურთ კონვოისთან ერთად ვიყავით, როდესაც ის თურქი სამხედროებისა და მათი მოკავშირეების სამიზნე გახდა“, - იუწყება „France 2“-ის რეპორტიორი.

 

თურქეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 525 ტერორისტი გაანეიტრალა. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.

 

13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

 

„განადგურებულია თურქეთის არმიის 7 ტანკი, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი და შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლი, კიდევ 19 დაიჭრა“, - ნათქვამია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების „დემოკრატიული სირიის ძალების“ განცხადებაში.

 

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner