logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესთან თურქეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დასაწესებლად მუშაობს
- +

14 ოქტომბერი. 2019. 12:32

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესთან თურქეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დასაწესებლად მუშაობს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„ვმუშაობთ ლინდსი გრემანთან და კონგრესის მრავალ სხვა წევრთან, მათ შორის დემოკრატებთან, რათა დავაწესოთ ძლიერი სანქციები თურქეთის წინააღმდეგ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის მოქმედებისთვის, შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი კანონპროექტები. ამ საკითხზე არსებობს დიდი კონსენსუსი. თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ. ვაგრძელებთ მოვლენების მონიტორინგს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციის დაწყებისას, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner