logo_geo
eng_logo
თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იმსჯელებენ
- +

14 ოქტომბერი. 2019. 12:32

 

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაცია იქნება.

 

გავრცელებული, თუმცა, ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება.

 

შეგახსენებთ, სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადებიან აშშ-ში.

 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ოფიციალურ ანკარას არაერთხელ მოუწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტოს სირიის ჩრდილოეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner