logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაცია: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს
- +

14 ოქტომბერი. 2019. 12:37

 

„თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს“, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

 

„ისინი, ვინც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის იგნორირებას ახდენდა, მოსულზე, რაქაზე და დეირ-ეზ-ზორზე თავდასხმის დროს, დღეს მოუწოდებენ თურქეთს, შეაჩეროს ოპერაცია და ანკარას სანქციებით ემუქრებიან. ჩვენ არ შევჩერდებით, ვიდრე ყველა დასახულ ამოცანას არ შევასრულებთ“, – წერს თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner