„ირაკლი ღარიბაშვილი კარგი რესურსით წავიდა ხელისუფლებიდან. საზოგადოებას ის უყვარს. ყრილობაზე ხალხი მას მხურვალე ტაშით შეხვდა. ცოტა შემშურდა კიდეც", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ივანიშვილის თქმით, ეს თავად ყოფილი პრემიერის გადასაწყვეტია.
„დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს. კრიზისული არაფერი არაა დღეს „ქართულ ოცნებაში". არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მან მისცა საშუალება გუნდს და ძალიან ვაფასებ ამას. ისიც წავიდა თავის წარმატების ზენიტში და ჩემი წასვლით დაფუძნებული ტრადიცია გააგრძელა. ეს არის შეუფასებელი", - განაცხადა ივანიშვილმა.