ავტორი თეა ფირცხალავა
ეს არის უნიკალური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი არიან: აკადემიკოსი ალექსანდრე ფრანგიშვილი (მარცხნივ), რომელიც იმ დროს იყო ქუთაისის პედინსტიტუტის პრორექტორი, თეიმურაზ ჭუმბურიძე - ისტორიის კათედრის გამგე და ანდრეი ბუბნოვი - რუსეთის განათლების სახალხო კომისარი. ფოტო გადაღებულია ქუთაისში, 1934 წელს.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჭუმბურიძე იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი და ისტორიკოსი, რომელიც გახლდათ ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი - შალვა ნუცუბიძესა და დავით კანდელაკთან ერთად. იგი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ისტორიის კათედრას და მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დია ჩიანელი (რეჟისორ რეზო ჩხეიძის მამა), უდიდესი ქართველი მოღვაწეები დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, პლატონ წულუკიძე, კოტე მარჯანიშვილი, რომელიც იმ წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა, იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე - რაჟდენ ხუნდაძის უმცროსი ძმა. მისი მოწაფეები იყვნენ აკადემიკოსები ალექსანდრე ფრანგიშვილი და რაფიელ დვალი.