logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი“ მონაწილეობა შესთავაზეს
- +

7 ივნისი. 2016. 15:32


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა.



შეხვედრაზე, რომლის მიზანი საკრებულოს ინიციატივით გამოცხადებული ლიტერატურისა დახელოვნების კონკურსის „თბილისი" პოპულარიზაცია და მასში სტუდენტობის ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფაა, გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმაკონკურსის პირობებზე, მნიშვნელობასა   და ნომინაციების მრავალფეროვნებაზე დეტალურად ისაუბრეს.



დღესვე დეპუტატებმა სამხატვრო აკადემიის სტუდენეტებს  დედაქალაქის საკრებულოს მიერ ორგანიზებული შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და  მათ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს.



პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაცსტუდენტებისა და აკადემიის პროფესორების დასმულ შეკითხვებს გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner