„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი დგას საერთაშორისო დღის წესრიგში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ ფორუმებზე, როგორიც არის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხი დგას საერთაშორისო დღის წესრიგში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ ფორუმებზე, როგორიც არის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა. ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს საკუთრ გამოსვლაში ასამბლეის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია იმ მძიმე ვითარების შესახებ, რომელიც საკუთარი თვალით ნახა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას. მან ისაუბრა ხელოვნურ ბარიერებზე, მავთულხლართებზე, რომელიც აშორიშორებს საზოგადოებას, ასევე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ვითარებაზე, რაც გამოწვეული არის ოკუპაციით და პირდაპირი პასუხისმგებლობა ამისთვის დააკისრა რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ბერაიამ.