ამერიკელ დიპლომატთა ჯგუფმა, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სტაბილიზაციისკენ მიმართულ პროექტებზე მუშაობდა, ქვეყანა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ვაშინგტონმა სირიიდან საკუთარი ჯარის გაყვანის პროცესიც დაიწყო.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ“, - განუცხადა CBS-ს ესპერმა.