logo_geo
eng_logo
გერმანიაში ჩადენილი კრიმინალური ქმედებების მხრივ, ქართველები ბოლოდან მეორე ადგილზე არიან
- +

7 ივნისი. 2016. 15:33


გერმანიაში ჩადენილი კრიმინალური ქმედებების მხრივ, ქართველები ბოლოდან მეორე ადგილზე არიან.



გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, იმ 25 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ფედერაციულ რესპუბლიკაში დანაშაული ჩაიდინეს, საქართველო ბოლოდან მეორე - 24-ე ადგილზეა.



გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კრიმინალური ქმედებების  მხრივ ლიდერობენ სირიელები, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი - ავღანეთი.




მეოთხე და მეხუთე ადგილზე დასახელდა  ევროკავშირის ქვეყნები რუმინეთი და პოლონეთი.



სტატისტიკურად, გერმანიაში დანაშაულის ჩამდენთა შორის, საქართველოსთან შედარებით, დიდი მაჩვენებელი აქვს ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - იტალიას და ბულგარეთს.




შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა „BILD"-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner