logo_geo
eng_logo
ნათია თურნავას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას სამინისტროში არ ადასტურებენ
- +

15 ოქტომბერი. 2019. 00:26


 
ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატების - დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

 

"გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი  და როგორც ჩანს,  ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში",- აცხადებენ სამინისტროში.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავამ გიორგი ქობულია 18 აპრილს ჩაანაცვლა. მანამდე ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა და სხვა დროს თურნავა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს საპარტნიორო ფონდში და სხვა სტრუქტურებში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner