logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რამდენიმე „ნაციონალმა“ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა
- +

7 ივნისი. 2016. 15:35


პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია შექმნა, ბევრმა პოლიტიკოსმა გამოთქვა სურვილი მათთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრმა.



„რაც თამაზ მეჭიაურმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, პოლიტიკოსები  რეკავენ მსგავსი ტექსტებით, მე გადმოვალ, ოღონდ რომელი ნომერი ვიქნები სიაშიო. მეჭიაური სხვანაირი სტანდარტების ადამიანია, როგორც კი ამ ენით ესაუბრები, იქვე მთავრდები. მზაობა დიდია, იმაზე დიდი, ვიდრე  მოლოდინი გვქონდა. ნიჰილისტური საზოგადოების 60%-დან ვფიქრობდით, რომ 50% დაგვიჭერდა მხარს, მაგრამ სრული მხარდაჭერა გვაქვს.

მონათესავე პარტიებიდან ბევრი რეკავს, რამდენიმე ზარმა გაიჟღერა „ნაციონალური მოძრაობიდანაც", რომელთაც თანამშრომლობის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ „ნაცონალები" მეჭიაურის პრინციპების გამო, პარტიისთვის მიუღებელია",- განაცხადა მოროშკინამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner