logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი დელეგაციასთან ერთად, ბელგრადში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
- +

15 ოქტომბერი. 2019. 11:03

 

 

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ შეხვედრა გამართა სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დუბრავკა ფილიპოვსკისთან.

 

მხარეებმა სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე როგორც რეგიონში მიმდინარე ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილი და სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner