logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კვლევებში ხალხის პასუხებს სწორედ სააკაშვილის გუნდი ალაგებს
- +

7 ივნისი. 2016. 15:47


ბიძინა ივანიშვილმა კითხვას, ამერიკის დემოკრატიული პარტია არასანდო ორგანიზაციას უკვეთავს კვლევას თუ არა - უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცქიტიშვილი და თარხნიშვილი ცდილობენ რევოლუციური სიტუაციის შექმნას საქართველოში, რადგან კვლევებში ხალხის პასუხებს სწორედ ისინი ალაგებენ.



„NDI-სა და IRI-ს უაღრესად დიდ პატივს ვცემ. საქართველოს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩემს წერილში ხაზგასმული მაქვს, რომ ჩვენი წარმატება შესაძლებელია, თუ კიდევ უფრო გავაღრმავებთ სტატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ამ წლების განმავლობაში დახმარებისთვის, ისინი ეხმარებოდნენ ქართულ სახელმწიფოს და ეხმარებიან დღესაც. NDI-სა და IRI-ს უამრავი პროექტი დაუფინანსებია და დღესაც აგრძელებენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დახმარებას.

 

რაც შეეხება კვლევებს, აქ NDI-სა და IRI-ს ბრალი არაფერი არ არის. ეს არის სწორედ ის ღრმად გამჯდარი ფესვები იმ მმართველობისა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიტანა. სხვათაშორის, ორგანიზაციის არჩევა არ არის მარტივი პროცესი. ცქიტიშვილის და თურმანიძის ორგანიზაციებმა გაიარეს ის ლიცენზიები, რაც საჭიროა ფორმალურად, რომ  კვლევები დაუკვეთონ. ეს ფორმალობები სააკაშვილმა მშვენივრად გაატარა. მათ შექმნეს ეს ორგანიზაციები და დღესაც ვერ დააღწიეს თავი NDI-მ და IRI-მ ამ პრობლემებს. ისინი გენიალურ მეთოდიკას აძლევენ, მაგრამ მინდორზე სწორედ სააკაშვილის გუნდი გადის და ხალხის პასუხებს ესენი ალაგებენ. ამ ყველაფერს ბოკერია აფორმებს და თარხნიშვილი ალაგებს. ცდილობენ, შექმნან რევოლუციური სიტუაცია საქართველოში, რომ ბაქრაძე არის ყველაზე სანდო პოლიტიკოსი და ივანიშვილი - ყველაზე არასანდო", - აცხადებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner