logo_geo
eng_logo
ლაშა პაპაშვილი: მისაღები ცვლილებები ძვირი არ უნდა უჯდებოდეს ბიზნესს
- +

15 ოქტომბერი. 2019. 14:40

 

 

საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდეგ, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესმენებიც ეხმაურებიან.

 

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ პრემიერი და მთავრობა გაგებით უნდა მოეკიდოს ბიზნესის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.

 

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის შრომის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია. სხვა დანარჩენი ცვლილება დააზიანებს ბიზნესსაც და დასაქმებულებსაც.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავრია ეკონომიური განვითარება. ყველა დაგეგმილი და განსახორციელებელი ცვლილება ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამასთანავე, უნდა გაანალიზდეს არსებული სიტუაცია. მისაღები ცვლილებები ძვირი არ უნდა უჯდებოდეს ბიზნესს, მან არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება. პირიქით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების პირობებში წახალისებული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც მთავარია, უნდა ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

 

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მოსაზრებით, აუცილებელია „ოქროს შუალედის“ გამოძებნა შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა და ეს უნდა გახდეს კარგი მაგალითი მთავრობის, დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების, რათა ყველას ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner