logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
- +

15 ოქტომბერი. 2019. 14:44

 

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

 

მამადიანსა და ტატიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner