logo_geo
eng_logo
აფხაზი სეპარატისტებისგან დახვრეტილი გურამ გაბესკერიას ვაჟი ივანიშვილს დახმარებას სთხოვს
- +

7 ივნისი. 2016. 16:04


აფხაზი სეპარატისტების მიერ, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ვაჟი, ვლადიმერ გაბესკირია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს წერილს უგზავნის და  დახმარებას სთხოვს.



ბატონო ბიძინა, მოხარული ვარ, მოგესალმოთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. მე გახლავართ ვლადიმერ გურამის ძე გაბესკირია. დარწმუნებული ვარ, ჩემი არა, მაგრამ მამაჩემის სახელი თქვენთვის, როგორც დიდი ქართველისათვის ნაცნობი და ბევრისმთქმელია.

გურამ გაბესკირია (დაბადებული 1947 წელს) იყო სოხუმის საფეხბურთო გუნდ ცხუმის'' დამაარსებელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის თევზკომბინატის დირექტორად. მამაჩემი იყო ქალაქ სოხუმის მერი 1992 წლიდან, ანუ აფხაზეთის ომის დროს მუშაობდა ქალაქის მერად. იყო აფხაზეთის / თავდაცვის საბჭოს წევრი, სამხედრო წოდებით პოლკოვნიკი. საომარ მოქმედებებში ღებდა აქტიურ მონაწილეობას. ყველა, ვინც კი პირადად იცნობდა, დაადასტურებს, რომ მამა იყო ნიჭიერი, ერუდირებული, განათლებული, იუმორით სავსე პიროვნება. ის ნამდვილად იყო სოხუმის კოლორიტი. ჩვენი ოჯახი (ბებია-ბაბუადან მოყოლებული) ყოველთვის იდგა აფხაზეთის აღმშენებელთა რიგებში და ავანგარდში. მამაჩემი არაერთი წამოწყების მოთავე და აფხაზეთში ქართული საქმის დამფინანსებელ-მეცენატი გახლდათ.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის / თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან ჟიული შარტავასთან ერთად გურამ გაბესკირია ტყვედ იქნა აყვანილი აფხაზი სეპარატისტების მიერ. მისი თავდადება სრულიად საქართველოსათვისაა ცნობილი. ის შემზარავი ვიდეოფილმი, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენც ნანახი გექნებათ.

„- დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!" - მიმართავს ბოევიკი" მამაჩემს.

არასოდეს, ცხოვრებაში!" - კატეგორიული უარით პასუხობს მამა.

ეს პასუხი შემდეგ გახდა არაერთი პოეტის, მუსიკოსის, ხელოვანის შთაგონების წყარო. ამ პასუხით დღესაც ამაყობენ ომგამოვლილი სოხუმელები!

ამ კადრების შემდეგ ფირი წყდება. მამაჩემის ბედი გაურკვეველი იყო...

წლების განმავლობაში, პირადად ჩემთვის ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ მამაჩემი ვაჟკაცურად, გმირულად დაიღუპა საქართველოსთვის და თავისი ღირსეული სიკვდილით შეაბიჯა მარადისობაში.სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

ვარ დაოჯახებული, მყავს ქალ-ვაჟი. პატრიარქის თანადგომით, ამჟამად ვმუშაობ - იქ მიღებული საშუალო ანაზღაურება წარმოადგენს ჩემი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს.

ბატონო ბიძინა!

მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით და დიდი იმედით, გულთან მიიტანოთ ჩემი ოჯახის უკიდურესი მდგომარეობა. ჩემს მრავალსულიან ოჯახში დასაქმებული ვარ მხოლოდ მე. ფინანსური პრობლემების გამო, აღებული კრედიტები მძიმე ტვირთად მექცა, რაც კიდევ ახალი ტკივილი გახდა ჩემი ოჯახისათვის. თქვენ, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ძნელია ჩემთვის ყოველივე ამის დაწერა, მაგრამ ამავდროულად, მჯერა იმ კეთილგანწყობის, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაქვთ. სწორედ ამიტომ გავბედე, მეთხოვა თქვენთვის დახმარება.

კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვთქვამ პირადად თქვენი და თქვენი მოღვაწეობისადმი.

პატივისცემით, ვლადიმერ გაბესკირია," - წერს ვლადიმერ გაბესკირია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner