logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის 2 ვადით არჩევაში კატასტროფული არაფერია
- +

15 ოქტომბერი. 2019. 20:16

 


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ გამართული მსჯელობისას ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ მათ პარლამენტის პრესტიჟზე მისათითებელი არაფერი აქვთ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ორი ვადით არჩევაში კატასტროფული არაფერია.

მისივე თქმით, ბოლო დროს, კონსტიტუციაში ასახული ნორმებიდან დაწყებული, რეგლამენტით გაგრძელებული, მმართველ გუნდს ადვილად ვერავინ დააბრალებს, რომ პარლამენტი თავისი საზედამხედველო ფუნქციას სათანადოდ არ ასრულებს.  

ადრე საერთოდ თავმჯდომარეს ირჩევდა პრეზიდენტი 6 წლით, და სასამართლოში არსებული ვითარების არ იყოს, საერთოდ არანაირი კრიტერიუმი რომ არ არსებობდა, თუმცა მაშინ ხმას არავინ იღებდა ამაზე. არანაირი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჩნდებოდა, ამაზე არ იყო არანაირი პრობლემები და ახლა შეიქმნა პრობლემები, როცა კანონი იხვეწება. ორი ვადით პრეზიდენტებს ირჩევენ და ახლა კომისიის თავმჯდომარის არჩევა რაღაც კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ორი ვადით არჩევა კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ: ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ სამი წლით ავირჩიოთ და განმეორებით კომისიაში ჰქონდეთ თავად იმ ადამიანებს (ხაზგასასმელია) უფლება არჩევისა, ვინც თავის მხრივ აირჩია საქართველოს პარლამენტმა. ე.ი. საქართველოს პარლამენტის როლი არის აქ გამოკვეთილი და პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ჰქონდეთ ამის საშუალება მეორე ვადით აირჩიონ. სხვათა შორის, ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ამიტომ მე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და განსაკუთრებულ ხარვეზებს აქ ვერ ვხედავ, სწორედ ამიტომ არის რომ ვეთანხმებით წარმოდგენილ პოზიციას, წარმოდგენილ ცვლილებებს და კატასტროფას კი არა, პრობლემასაც ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით“.

მდინარაძის განმარტებით, თუკი წარმომადგენლობაზეა საუბარი, პარლამენტის როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი:

არავინ ამბობს, რომ წევრი და თავმჯდომარე ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა თავმჯდომარეს აქვს შედარებით განსაკუთრებული ფუნქცია ამ შემთხვევაში, მაგრამ ირჩევენ პარლამენტის მიერ არჩეული წევრები, ამიტომ აქ რაიმე შესაშფოთებელი არ უნდა იყოს. ამიტომ ექნება ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონპროექტს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner