პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომ ტუგენდჰატს; რბილი ძალისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის კომუნიკაციების დირექტორატში პოლ ბრამელს და გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (ჩჰატჰამ Hოუსე) რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელს, ჯეიმს ნიქსის შეხვდა.
შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში; თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და მათი კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივები.
სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას.
სოფიო ქაცარავამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ დიდი კონტრიბუციისთვის, რომელსაც ის ახორციელებს განთლების სფეროში.
„დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს მხადაჭერა არაერთხელ დაგვიდასტურეს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში“ , - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.