logo_geo
eng_logo
2 ლარით იაფად ნაყიდ თევზში მომხმარებელმა მატლები აღმოაჩინა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 22:15

 


თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

 

სუპერმარკეტ „ზღაპარში“, სადაც მომხმარებელმა თევზი შეიძინა, გაყინული ორაგული მართლაც იყიდება, შენახვის ვადები კი სარეალიზაციო პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ მყიდველს თევზი მათთან არ შეუძენია.

 

სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი აშშ-იდან საქართველოში კომპანია ჭესტ Iნვესტ-ს შემოაქვს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ პროდუქტმა ისეთი სახე მიიღო, რომ მისი ჭამა არავის მოუნდება. მიუხედავად ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფოტოზე არსებული წანაზარდები არა მატლები, არამედ თევზის ნაწლავებია. მათი მტკიცებით, მწარმოებელს თევზის გამოშიგნვა დაავიწყდა.

 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თევზი, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება.

 

შემოწმების ფარგლებში ყურადღება ექცევა როგორც ეტიკეტირებას, ასევე შენახვის პირობებს, ვარგისიანობის ვადებს. არაერთი სამართალდარღვევაა გამოვლენილი, თუმცა ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში ჯერჯერობით დარღვევები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner