logo_geo
eng_logo
რუსი ჯაშუშების თემა კვლავ აქტუალურია - გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში მოუსმენენ
- +

15 ოქტომბერი. 2019. 22:55

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად კვირის ბოლოს დაიკავებს.  პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში მას ხვალ მოუსმენენ. ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ჯაშუშებია. ოპოზიციას აინტერესებს, 7 წლის განმავლობაში სუს-მა რატო არ გამოავლინა არც ერთი რუსი ჯაშუში.  

როგორც გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, ​დესტრუქციულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სურდათ, საზღვარზევე შეაკავეს. რამდენჯერმე გახდა საჭირო ასევე რუსული რბილი ძალის ქმედებების განეიტრალება.

"ყოველდღიურ რეჟიმში ხდება არასასურველი პირებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა, იმის მიუხედავად რუსეთის მოქალაქეა ის თუ ნებისმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის მოქალაქე... რა თქმა უნდა, ეს არ არის აფიშირებული პროცესი. ჩვენ შევაკავეთ უამრავი პირი, მათ შორის დესტრუქციულად განწყობილი პირები, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს... ჩვენ გავანეიტრალეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც რუსული ფარული რბილი ძალის საფარქვეშ უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში, მათ შორის არ შემოვუშვით ორგანიზატორები", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner