გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.