logo_geo
eng_logo
ნინო ჯავახაძე: სახალხო დამცველის აპარატთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრისთვის
- +

16 ოქტომბერი. 2019. 12:58

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავს აღვნიშნავთ დღეს. რეალურად ეს ემსახურება დახურული ტიპის დაწესებულებებში, წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილში ეს ეხება, ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებს. შეხვედრაზე აღინიშნა სახალხო დამცველის მიერ, რომ ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სახალხო დამცველთან არის ძალიან გამორჩეული.

 

საკმაოდ წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ იმისთვის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყოს აღმოფხვრილი სრულად დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მთელ სისტემაში,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. 

 

სახელმწიფო პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner