logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 15:35

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება,  სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

 

ვიზიტისას, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

კერძოდ, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან,  ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან.  გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს.

 

შეხვედრების ფარგლებში, განიხილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მხარეები, ასევე, იმსჯელებენ  საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner