„თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიას დატოვებენ, სადაც ანკარა „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, სხვა შემთხვევაში თურქეთს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.
ერდოღანი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება უცვლელია და მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.