logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: კრიმინალებს სურთ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც ხალხს დაუბრუნა მათ მიერ მიტაცებული ქვეყანა
- +

16 ოქტომბერი. 2019. 21:14


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დღეს, კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა. 



​როგორც ნაცვლიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ეს მცდელობა არის უტიფრობა და ცინიზმი:

 

ამას პრიმიტიულად, თავხედურად და უტიფრად სთავაზობენ საზოგადოებას. ორ-სამ ეთერში გაითამაშებენ რაღაც სპექტაკლს, დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი ამას დაიჯერებს, რომ ხალხს შეიძლება ყველაფერი აკადრო. ეს მცდელობა არის უტიფრობა და ცინიზმი, მათ ვერაფერი ისწავლეს და დაივიწყეს. მათი პოლიტიკური წარსული ამ პიარ-ტექნოლოგიური გეგმის განხორციელების გზების მთავარი ზღუდე და ბარიერია“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner