logo_geo
eng_logo
ასაკოვანი დები, ნაგვის ურნებიდან ამოღებულ ნარჩენებს სახლის ეზოში ყრიან
- +

16 ოქტომბერი. 2019. 21:50

 

უცნაური  ფაქტი ბათუმში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალაქის შუაგულში,  ხანდაზმული ქალები ნაგავს საცხოვრებელ სახლსა  და ეზოში აგროვებენ. ტერიტორია  ნაგავსაყრელადაა ქცეული. ადგილზე საშინელი სუნი დგას,  მომრავლებულია მღრნელები და ქვეწარმავლები.   მარტოხელა  დებს ფაქტის მათეული ახსნა აქვთ. 

 

მეზობლები ამბობენ, რომ დები, რამდენიმე წელია ქალაქში განთავსებული სანაგვე ურნებიდან ნარჩენებს სახლში ეზიდებიან. ამის  გამო, მიმდებარე ტერიტორიზე მღრღნელები მომრავლდნენ, ამასთან მეზობლებს უსიამოვნო სუნიც აწუხებს.

 

სახლის მეპატრონეები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ამბობენ, რომ მათ სახლში ხანძარი ჰქონდათ და უსარგებლო ნივთები მას შემდეგ დაგროვდა, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებული კადრებში ნახანძრალი არაფერი ჩანს. მათი თქმით, ეზოს დასასუფთავებლად გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მისვლას დათანხმდნენ.  

როგორც შპს ,,სანდასუფთავებაში“ აცხადებენ, კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობის ნაგვის გატანა ფასიანია, თუმცა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებენ და ოჯახს ერთჯერადად უფასოდ მოემსახურებიან.

 

ბათუმის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მისამართზე დღესვე იმყოფებოდნენ, ტერიტორიის და სახლის დასუფთავებას კი ხვალ აპირებენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=1InLEs72g-8

 

 

 

წყარო: TV25

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner