logo_geo
eng_logo
მესტიის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციზე 5 მლნ ლარი დაიხარჯება
- +

16 ოქტომბერი. 2019. 23:37

 

მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. არსებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

დაბა მესტიაში 15 შიდა გზის მშენებლობა განხორციელდა. ამ ეტაპზე სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს. გზები ისეთ ქუჩებზე იგება, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა. შიდა გზების მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ახალი გზის დაგება მიმდინარეობს სოფელ ბეჩოშიც. სოფელში არსებული ამორტიზებული გზა გადაადგილებისას პრობლემას ადგილობრივებთან ერთად უშბისკენ მიმავალ ტურისტებსაც უქმნიდა. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

ახალი გზა შენდება მულახის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ის ცენტრალურ გზასთან სოფელ მაჯვდიერს დააკავშირებს. გზის ამ პერიმეტრზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობა გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

 

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჟაბეშის და სოფელ ჩვაბიანის ღელეს  ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. არსებული ღელე უხვი ნალექის დროს ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა. სამუშაოებისთვის ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner