logo_geo
eng_logo
ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალი – „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 00:34

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში უმასპინძლა. შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გაიმართა. მარიკა დარჩია ღონისძიებაში მონაწილეებს მიესალმა, საკრებულოს შენობის ისტორია გააცნო და ფესტივალის გახსნა მიულოცა.

 

მიმდინარე წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 9 ქვეყნის წარმომადგენელი მიღებს. ესენია: ბელგია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა.

 

ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.

 

ფესტივალის ფარგლებში ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფილმების თემატიკა თავისუფალია, ავტორები 8-დან 20 წლამდე მოზარდები არიან.

 

საზეიმო შეხვედრაზე სტუმრებს მიესალმა ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, მონაწილეებს ბედნიერი და შინაარსიანი 5 დღის გატარება უსურვა, აღნიშნა, რომ ასეთ ფესტივალებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია შემოქმედებითი და მოტივირებული მომავალი თაობის აღზრდაში.

 

„პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფესტივალის ისტორია. სტუმრებს მიესალმნენ პირველი “პიონერფილმელები“. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა სასახლეში გატარებულ წლებზე, პიონერფილმთან ხანგრძლივ მეგობრობაზე ისაუბრა.

 

სასახლის ლექტორიუმში სტუმრებისთვის გაიმართა კონცერტი სასახლის მუსიკალურ ანსამბლ „მზიურის“ მონაწილეობით. მოგვიანებით კი შედგა ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა ურთიერთგაცნობითი ღონისძიება და საკონკურსო ფილმების ჩვენება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner