logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის წერილი ერდოღანს: ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი
- +

17 ოქტომბერი. 2019. 11:10

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 9 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიწერილ წერილში, თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე აფრთხილებდა.

 

„ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი,“ – სწერდა დონალდ ტრამპი ერდოღანს.

 

9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სწორედ 9 ოქტომბერს დაიწყო. წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა, გადაერწმუნებინა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში შეჭრისგან.

 

ოპერაციის დაწყების გეგმის შესახებ ერდოღანმა დონალდ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.

 

„მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ, იყოთ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის განადგურებაზე და მეც არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, თუმცა მე ვიქნები! მე უკვე გაჩვენე მცირე მაგალითი, როგორც ეს პასტორ ბრენსონის შემთხვევაში მოხდა“, – წერს ტრამპი წერილში.

 

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

 

„ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.

 

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ვაშინგტონს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner