logo_geo
eng_logo
მაიკ პენსი და მაიკ პომპეო თურქეთში ჩავიდნენ
- +

17 ოქტომბერი. 2019. 11:35

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ჩავიდნენ. ისინი ანკარაში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

 

დისკუსიების თემა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია იქნება.

 

შეგახსენებთ, ვაშინგტონი ანკარას მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიაში იერიშები, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სანქციებით ემუქრება. თუმცა, ერდოღანის თქმით, ოპერაცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე ისინი რეგიონს ტერორისტებისგან არ გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ ანკარა ქურთების წინააღმდეგ იბრძვის, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტებად მიიჩნევს. ამერიკელები კი ქურთებთან ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში თანამშრომლობდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner