logo_geo
eng_logo
ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ
- +

17 ოქტომბერი. 2019. 14:26

 

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებს.

 

შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

 

შავღელეში ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner