როგორ რეაგირებს ბიძინა ივანიშვილი კომპლიმენტებზე - ამ შეკითხვაზე საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მან არ იცის, როგორი კომპლიმენტებით ამკობენ მას პოლიტიკოსები.
ჟურნალისტმა მაგალითად ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადება მოიტანა, რომელმაც ივანიშვილის წერილები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას შეადარა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, არ იცის, თუ ვინ შეადარა მისი წერილები ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას.
ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არც ყოფილი თანაგუნდელის, გუბაზ სანიკიძის განცხადება წაუკითხავს.
„არ ვიცი, თუ ვიცოდე, უსინდისო ვიყო. ისევე, დავიფიცებ, გუბაზმა რაღაც თქვაო, თუ წამეკითხოს, შვილებს გეფიცებით.
არ მაქვს მაგის დრო და არ მაინტერესებს. პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ ასეთი კომპლიმენტებით მწყობრიდან გამომიყვანონ. ნაკლებ საინტერესოა ეს ჩემთვის, ერთი ნაწილიც და მეორეც", - განაცხადა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მაუწყებლებთან ორ-ნახევარ საათს გაგრძელდა. მედიასთან შეხვედრა ოქროყანაში მდებარე „ტექნოპარკში" შედგა.