logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 16:40

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „NATO-ს დღეები 2019“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ანა ცანავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 

მიმდინარე წელს, NATO-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, „NATO-ს დღეების“ ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner