logo_geo
eng_logo
მოსწავლეები გიორგი ვაშაძის პარტიის პრეზენტაციაზე მოტყუებით წაიყვანეს
- +

7 ივნისი. 2016. 16:45


წალკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების განცხადებით, 5 ივნისს, დილით, დაახლოებით 9 საათზე მათი შვილები შეკრიბეს და მოტყუებით, „ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის პარტიის პრეზენტაციაზე წაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „აიპრესს" სკოლის მოსწავლეების მშობლებმა განუცხადეს. ერთ­ერთი მშობლის - მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, მან შვილისგან შეიტყო, რომ

ექსკურსიაზე აპირებდა წასვლას. დილით, თანაკლასელებთან და სხვა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად შეკრების შემდეგ გაირკვა, რომ ექსკურსიის ნაცვლად, ისინი გიორგი

ვაშაძის პარტიის პრეზენტაციაზე დასასწრებად მიჰყავდათ. უცნობია, ვინ იდგა ამ ფარული

შეკრების უკან, თუმცა როგორც სკოლის მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, ისინი ხალხის მასის გაზრდისთვის გამოიყენეს.



ჩემი შვილი მეათე კლასის მოსწავლეა. გუშინ დილით მოტყუებით წაიყვანეს ბავშვები და ღამით დააბრუნეს. მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა, ჩემთვის რომ დაერეკა. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი ბავშვი იყო, მაგრამ ვიცი, რომ მათთან ერთად

მისი თანაკლასელები და უფროსი კლასის მოსწავლეებიც იყვნენ. როცა თბილისში

ჩავიდნენ, მაშინ შეიტყვეს, რომ პრეზენტაციაზე მიჰყავდათ. როგორც შვილმა მითხრა, უბრალოდ სურდათ, რომ ხალხის რაოდენობა ბევრი ყოფილიყო და ამ მიზნით ჩართეს ბავშვები პოლიტიკაში. დაახლოებით ორი სამარშუტო ტაქსით იყვნენ ბავშვები. დილით 9

საათზე დაიწყეს შეკრება და 11­ზე დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ მხოლოდ საღამოს გავიგე, როდესაც სამსახურიდან სახლში დავბრუნდი. მომხდარის შესახებ ოჯახის არც

ერთმა წევრმა არ იცოდა. მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნო პროცესში ბავშვების გამოყენება დაუშვებელია და ბავშვების მოტყუება, მითუმეტეს არასრულწლოვნების, არასწორია და

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას", - აცხადებს ერთ­ერთი

მშობელი მერაბ ბოლქვაძე. „აიპრესთან" საუბრისას წალკის №2 საჯარო სკოლის ერთ­ერთი არასრულწლოვანი მოზარდის მშობელი, ზვიად აბულაძე შემთხვევის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მისი 17 წლის ვაჟიშვილი მოტყუებით, სხვა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად გიორგი ვაშაზის პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდა. მშობლის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ არც მან და არც ოჯახის სხვა წევრებმა არ იცოდნენ. მისი თქმით, მოტყუებული ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მშივრები იყვნენ.


ფაქტი გუშინ დილით მოხდა. ბავშვმა მითხრა, რომ სკურსიაზე მიდიოდა და ბავშვისთვის

ექსკურსიაზე წასვლა არ დამიშლია, რომ დაბრუნდნენ ასეთი ინფორმაცია შევიტყვე... თავად

მითხრა, რომ მოტყუებით წაიყვანეს და ექსკურსიის ნაცვლად გიორგი ვაშაძის პარტიის

პრეზენტაციაზე წაიყვანეს. მომხდარის შემდეგ შესაძლოა ექსკურსიაზე აღარც გავუშვა ბავშვი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანაკლასელები, მეგობრები. 16 ადამიანი

წავიდა სამარშუტო ტაქსით, ხოლო სხვადასხვა სოფლიდან კიდევ სამი სამარშუტო ტაქსიც

ყოფილა, რომლებშიც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. არ ვამართლებ ასეთ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების მონაწილეობა პოლიტიკაში არ უნდა ხდებოდეს. ვაპირებ, მივიდე და გავესაუბრო დირექტორს, დამრიგებელსაც. გუშინ კვირა იყო, სკოლები არ იყო და დრო იხელთეს ალბათ. მე მაგალიად ჩემს შვილს ვუთხარი, სანამ არ გავარკვევ შემდგომში, რომ ნამდვილად ექსკურსიაზე მიდის, მანამდე წასვლის უფლებას არ მივცემ. ტრანსპორტირება მათი იყო, მაგრამ საჭმელი არაფერი ჰქონდათ, მე ვიცოდი, რომ ექსკურსიაზე მიდიოდნენ და თანხა მივეცი, რომ გზაში რამე შეეჭამათ. სახლში დაახლოებით 8 საათზე დაბრუნდნენ და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყვე",­აცხადებს ზვიად აბულაძე.


 „აიპრესი" ინფორმაციის გადამოწმებას გიორგი ვაშაძესთან შეეცადა. როგორც "ახალი

საქართველოს" ლიდერი აცხადებს, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტს აბსურდს უწოდებს. "აბსურდია ეს ყველაფერი. ნამადვილად არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამის შესახებ. წალკიდან იყო ჩამოსული მცირე ჯგუფი, თავისი ნებით ვინც ჩამოვიდნენ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ვინც წალკიდან იყვნენ, ისინი ჩვენი აქტიური მხარდამჭერები და სრულწლოვნები არიან. ასე რომ, თითიდან გამოწოვილი თემაა თავიდან ბოლომდე",­ განუცხადა "აიპრესს" ვაშაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner