logo_geo
eng_logo
გიორგი გოგაძე: ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უადგილოა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 18:44

 

 

გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების პოლ კოფის და მოშე ლადორის კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უადგილოა.

 

„მოშე ლადორს, რომელიც  2013 წლის ბოლომდე იყო ისრაელის სახელმწიფო  პროკურორი,  გამოძიებული აქვს არაერთი გახმაურებული საქმე და ბრალი წაყენებული აქვს მოქმედი პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის და არაერთი მინისტრის მიმართ. პოლ კოფი , რომელსაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორის პოსტი ეკავა,  ასევე მონაწილეობდა პრემიერ მინისტრის ჰარივის აფეთქების საქმის გამოძიებაში. სასამართლოში დამდგარი შედეგებით, მათ არაკომპეტენტურობაზე  საუბარი უადგილოა. პოლ კოფი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამერიკაში ფედერალურ დონეზე  ამხელა  სამსახურს, მონაწილეობდა გაერო-ს მისიით, კოსოვოში ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების პროცესს ხელმძღვანელობდა.  ჩემთვის ყველაფერი ეს და მათი განვლილი ცხოვრება არის იმის მანიშნებელი, რომ ამ ადამიანების კომპეტენციაზე კითხვის ნიშანი უბრალოდ შეუძლებელია დაისვას“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner