logo_geo
eng_logo
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში
- +

17 ოქტომბერი. 2019. 20:23

 

 

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი ასევე არის ევროპის ჩემპიონი.

 

გავლენიანი გამოცემა „ჯუდოინსიდე”  ახალგაზრდა ქალ ძიუდოისტთა შორის, მსოფლიო მასშტაბით 5 საუკეთესო ტალანტზე წერს. ამ სიაში ქართველი ეთერ ლიპარტელიანიც მოხვდა.

 

ქართველი ეთერ ლიპარტელიანი ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება. როგორც იქნა საქართველოს სამომავლოდ რამდენიმე ქალი ძიუდოისტი ჰყავს. სექტემბერში ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო. ჩვენ ეთერს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, მან ჯერ კიდევ 2015 წელს, თბილისში, EYOF-ის ტიტულის მოგება შეძლო. ამ წელს, მან იუნიორთა შორის ევროპის თასი მოიგო. უმაღლეს დონეზე კი მან ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მოსალოდნელია, რომ ის მედალს U57კგ. კატეგორიაშიც მოიპოვებს“, - ვკითხულობთ აღნიშნულ სტატიაში.

 

შეგახსენებთ, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner